
ფხვიერი ნამცხვარი დავჭრათ ჩხირებივით. არაქისი დავაქუცმაცოთ. ცუკატები წვრილად დავჭრათ და ყველაფერი ერთმანეთს შევურიოთ.
მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ კარაქი და შესქელებული რძე, დავამატოთ მშრალ ინგრედიენტებს და ავურიოთ. გადავიტანოთ თეფშზე და მივცეთ რაიმე ფორმა. მოვრთოთ როგორც გვინდა: ცუკატებით, გამდნარი შოკოლადით და ა.შ.
გავაციოთ მაცივარში რამდენიმე საათი.