დრო
120წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ხახვი - 2
- მარილი და პილპილი
- არაჟანი - 2 ს.კ
- სოკო - 150 გ
- ქათამი - 1, საშუალო ზომის
- ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესები
სოკო წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ ცოტა ზეთში, დავამატოთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ნიორი.
ქათამს შიგნით-გარედან წავუსვათ მარილი, ამოვავსოთ სოკოს ფარშით, მუცელი ხის ჩხირებით შევუკრათ. ზემოდან მოვაფრქვიოთ წიწაკა და გადავუსვათ არაჟანი.
ჩავდოთ ქათამი ფორმაში, გადავაფაროთ ფოლგა და შევწვათ ღუმელში, 200 გრადუსზე 1.5-2 საათი.
წვის დასასრულისკენ, ფოლგა გადავაცალოთ და კიდევ გადავუსვათ არაჟანი. ქათამი რომ დაიბრაწება, გამოვიღოთ. 20 წუთი დავასვენოთ, შემდეგ დავჭრათ. მუცლიდან გამოღებული ფარში მივუდოთ გვერდითვე გარნირად, კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად.