ლორით და ყველით ფარშირებული ქათამი
ლორით და ყველით ფარშირებული ქათამი
დრო 120წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 100 მლ
  • პურის ნაჭერი - 4
  • არაჟანი - 1-2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 2
  • გახეხილი ყველი - 100 გ
  • ლორი - 100 გ
  • ქათამი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • ოხრახუში - 4-5 ღერო
მომზადების წესები
ქათამი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ფრთხილად გავაცალოთ კანი, ისე რომ მხოლოდ ფრთები და ბარკლები დავუტოვოთ. კანი არ დავაზიანოთ.

გამოცლილ ხორცს მოვაშოროთ ძვლები და ხორცსაკეპში გავატაროთ რძეში დამბალ პურთან ერთად.
შევურიოთ წვრილად დაჭრილი ლორი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ტკბილი წიწაკა, მწვანილი. დავამატოთ რძე, კვერცხი, მარილი და პილპილი.

მიღებული ფარში ისევ უკან ჩავდოთ ქათმის კანში. მუცელი შევუკრათ ძაფით ან ხის ჩხირებით დავუმაგროთ. ფეხები ძაფით შევუკრათ, რომ ფორმა არ დაკარგოს.
ქათამს ზემოდან არაჟანი გადავუსვათ და ცხიმწასმულ ტაფაში ჩავდოთ.
შევწვათ 180 გრადუსზე, დაახლოებით 1.5 საათი. დრო და დრო წავუსვათ თავისივე გამოშვებული წვენი.

მზა ქათამი ცოტა გავაგრილოთ და დავჭრათ.
ტეგები:
ქათამი ხორცი ლორი ყველი ნანახია: 26766