ბანანის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
ბანანის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 250 გ
  • ჟელატინი - 12 გ
  • კრემ-ყველი - 300 გ
  • ბანანი - 200 გ (გარჩეული)
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
  • ფორთოხლის წვენი - 70 მლ
  • შაქარი - 110 გ
  • კვერცხის გული - 3
მომზადების წესები
დავფშვნათ ფხვიერი ნამცხვარი და შევურიოთ კარაქს. ჩავტკეპნოთ ფორმის ძირში. შევდოთ მაცივარში გასაციებლად.

ჟელატინი დავალბოთ წყალში. ბანანი ვაქციოთ პიურედ, დავამატოთ ფროთოხლის წვენი.

კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ სანამ მოთეთრო ფუმფულა მასა არ გახდება. შევურიოთ კრემ-ყველი. დავამატოთ ბანანის პიურე.

ჟელატინს ზედმეტი წყალი გადავუწუროთ, გავადნოთ და დავამატოთ კრემს.

ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და შევურიოთ ბანანიან კრემს. დავასხათ ფორმაში და შევდგათ მაცივარში 3-4 საათი.

მირთმევის წინ მოვრთოთ ჩიზქეიქი ბანანის ნაჭრებით და თეთრი შოკოლადით