თბილ რძეში გავხსნათ შაქარი და საფუარი. დავამატოთ 2 კვერცხი და მარილი. დავტოვოთ სითბოში 30-40 წუთი. შემდეგ ჩავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მოხარშული კვერცხი წვრილად დავჭრათ , დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, გავაბრტყელოთ და ჩავუდოთ გულსართი. შევწვათ ზეთიან ტაფაში ორივე მხრიდან.