ხრაშუნა და სასარგებლო ბროკოლის სალათა
ხრაშუნა და სასარგებლო ბროკოლის სალათა
დრო 10წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • ნიორი - 1 კბილი
  • წითელი ხახვი - 1 ცალი
  • ნუში - 40 გ
  • ვაშლი - 1
  • ბროკოლი - 400 გ
  • თაფლი - 1 ჩ.კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ბროკოლი დაანაწევრეთ და მდუღარე მარილიან წყალში მოწალეთ 1 წუთი. გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ საწურზე. ხახვი დაჭერით ძალიან თხლად, ნუში ბლენდერით ან დანით მსხვილად დააქუცმაცეთ. ვაშლი თხლად დაჭერით და ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ.

სოუსისთვის შეურიეთ ლიმონის წვენი, თაფლი, დაჭყლეტილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. მოასხით სალათას და მიირთვით.

ეს სალათა იდეალურია შემწვარ ხორცთან გარნირად.

ტეგები:
ვაშლი ნუში ბროკოლი სალათა ნანახია: 28016