ძველებური ვანილიანი ფუნთუშები
ძველებური ვანილიანი ფუნთუშები
დრო 0წთ
ულუფა 16
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 4+1 გადასასმელად
  • რძე - 250 გ
  • საფუარი - 8-10 გ
  • ფქვილი - 550-600 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ვანილი - 2 პაკეტი
  • შაქარი - 100 გ
მომზადების წესები

თბილ რძეს დავამატოთ საფუარი, 2 ს.კ შაქარი, ამდენივე ფქვილი და დავდგათ 15 წუთით საფუარის გასააქტიურებლად. შემდეგ ამ მასას დავამატოთ შაქარი, კვერცხის გულები, დარბილებული კარაქი, ვანილი. კარგად ავურიოთ და დავამატოთ ფქვილი. ფქვილი ყველა სხვადასხვანაირია, ამიტომაც შეიძლება მეტი ან ნაკლები დასჭირდეს. ორიენტირად ცომის კონსისტენცია აიღეთ: უნდა იყოს რბილი და არ ეკვროდეს ხელებს.

ცომს გადააფარეთ და დადგით სითბოში. აცალეთ კარგად ამოფუვდეს, ეს მნიშვნელოვანია.
შემდეგ გადმოიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე, გააკეთეთ პატარა ბურთები, ჩაალაგეთ ფორმაში, ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით და ხელახლა აფუება აცალეთ.

გამოცხობის წინ გადაუსვით კვერცხის გული და შედგით 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი

 

ტეგები:
ცომი ფუნთუშა რძე კარაქი ნანახია: 253090