მარმარილოსებური კექსი ხაჭოთი და შოკოლადით
მარმარილოსებური კექსი ხაჭოთი და შოკოლადით
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ხაჭოს ცომი:
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 100 გ
  • ვანილი
  • მარილი - მწიკვი
  • კვერცხი - 2
  • შაქარი - 3-4 ს.კ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • კარაქი - 100 გ
  • შოკოლადი - 100 გ
  • ხაჭო - 200 გ
  • შაქარი - 2-3 ს.კ
  • ვანილი
  • კვერცხი - 1
  • ფქვილი - 1 ს.კ
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 180-200 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.

შოკოლადი და კარაქი გაადნეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, მწიკვი მარილი, შემდეგ შოკოლადიანი კარაქი. დაამატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

ხაჭო და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ პუდრა, ფქვილი და ვანილი.

ფორმის ძირზე დაასხით ცოტა შოკოლადიანი ცომი, შემდეგ აქა-იქ ხაჭოს ცომი . კვლავ შოკოლადის ცომი, ხაჭოს ცომი და ბოლო ფენა ისევ შოკოლადის. ხის ჩხირით ცომში ხაზები გავავლოთ.

გამოვაცხოთ ღვეზელი, გავაციოთ და დავჭრათ

ტეგები:
ხაჭო კაკაო შოკოლადი ნანახია: 40012