უფქვილო შოკოლადის ნამცხვარი ნუშის კრემით
უფქვილო შოკოლადის ნამცხვარი ნუშის კრემით
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

კრემი:
  • შაქარი - 150 გ
  • მარილი - მწიკვი
  • კვერცხი - 3
  • შოკოლადი - 150 გ
  • ვანილი
  • კაკაო - 1/2 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
ცომი:
  • ნაღები 35 % - 200 გ
  • შაქრის პუდრი - 3 ს.კ
  • ვანილი
  • ნუშის ექსტრაქტი - 1/2 ჩ.კ
  • დაჭრილი ნუში
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას კი ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.

გაადნეთ შოკოლადი და კარაქი ორთქლზე, დაამატეთ შაქარი და კვერცხები სათითაოდ, თან თქვიფეთ.

შემდეგ დაამატეთ მარილი და გაცრილი კაკაო. თუ მარილიან კარაქს იყენებთ, ზედმეტად აღარ დაამატოთ.

გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 20 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, შეაგრილეთ, ფორმიდან ამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ.

ათქვიფეთ ცივი ნაღები, დაამატეთ პუდრა, ნუშის ექსტრაქტი და გადაუსვით გაციებულ ნამცხვარს. ზემოდან კი დაჭრილი ნუში მოაყარეთ.

ნამცხვარი არის მსუბუქი, შიგნით ნოტიო ტექსტურის.
ტეგები:
კაკაო ნაღები შოკოლადი ნანახია: 6387