მსუბუქი და პიკანტური მსხლის სალათა
მსუბუქი და პიკანტური მსხლის სალათა
დრო 10წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყველი გორგონძოლა - 50 გ (ან სხვა ობიანი ყველი)
  • სალათის მიქსი - 200 გ
  • ნიგოზი - 1/2 ჭიქა
  • ბროწეული - 1
  • მსხალი - 2, ტკბილი სახეობის
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 5-6 ს.კ
  • ბალზამიკო ძმარი - 3 ს.კ, თეთრი
  • თაფლი - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ზეთი, ძმარი, თაფლი, მარილი და პილპილი ათქვიფეთ კარგად, რომ კრემოვანი მასა მიიღოთ.

გარეცხილი, შემშრალი სალათის ფოთლები მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაამატეთ დაჭრილი მსხალი, ბროწეულის მარცვლები, ხელით დაფხვნილი ყველი, მოასხით სოუსი და ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ მოხალული ნიგოზი.

მიირთვით მაშინვე.