ცხელი სალათა სოსისით
ცხელი სალათა სოსისით
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
კერ­ძი ბოს­ტნე­უ­ლის, სო­კო­სა და სო­სის "ი­ვე­რი­ას" კომ­ბი­ნა­ცი­ით მზად­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი ფე­ნე­ბად ეწყ­ო­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ გე­მოს სა­სი­ა­მოვ­ნო ნა­ზავს ქმნის.

ინგრედიენტები

  • 2 ტაფა
  • ქვაბი
საჭირო ჭურჭელი
  • კამა
  • მარილი და პილპილი
  • პამიდორი - 2
  • ჰოლანდიური ყველის ფირფიტები - 8
  • მაიონეზი - 100 გ
  • ყველი (იმერული) - 200 გ
  • კარტოფილი - 3
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2
  • სოკოს კონსერვი - 1 ქილა
  • ხახვი - 3 თავი
  • სოსისი "ივერია" - 400 გ
  • დანა
  • საჭრელი დაფა
  • ხის ჩოგანი
  • სახეხი
  • საწური
მომზადების წესები

სო­სი­სი "ი­ვე­რი­ა" ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტია "ნი­კო­რას" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. პრო­დუქ­ტის სა­მი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს: "ი­ვე­რი­ა" (ტრა­დი­ცი­უ­ლი), "ი­ვე­რია სპე­ცი" (სა­ნე­ლებ­ლე­ბით) და "ი­ვე­რია სა­ქონ­ლის" (მხო­ლოდ სა­ქონ­ლის ხორ­ცით).

1. მო­ამ­ზა­დეთ სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი.

2. კარ­ტო­ფი­ლი მო­ხარ­შეთ, გა­ა­ცა­ლეთ კა­ნი და და­ჭე­რით პა­ტა­რა ოთხ­კუთხ­ედ ნაჭ­რე­ბად.

3. ტკბილ წი­წა­კას მოაშორეთ თესლი და და­ჭე­რით რგო­ლე­ბად.

4. ხახ­ვი გაფ­ცქვე­ნით და და­ჭე­რით ძა­ლი­ან თხელ რგო­ლე­ბად.

5. სო­კოს კონ­სერვს გა­და­უ­წუ­რეთ წვე­ნი და გა­და­ავ­ლეთ გამ­დი­ნა­რე წყა­ლი. და­წუ­რუ­ლი სო­კო და­ჭე­რით წვრილ ნაჭ­რე­ბად.

6. პა­მი­დო­რი დამ­დუღ­რეთ, გა­ა­ცა­ლეთ კა­ნი და და­ჭე­რით თხელ რგო­ლე­ბად.

7. სო­სი­სი "ი­ვე­რი­ა" და­ჭე­რით რგო­ლე­ბად.

8. დაჭ­რი­ლი სო­კო, ხახ­ვი და ტკბი­ლი წი­წა­კა მო­ა­თავ­სეთ ცხი­მი­ან ტა­ფა­ზე და მო­შუ­შეთ.

9. მო­შუ­შუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი გა­და­ი­ტა­ნეთ თეფ­შზე.

10. იმა­ვე ცხი­მი­ან ტა­ფა­ზე დაბ­რა­წეთ დაჭ­რი­ლი სო­სი­სი "ი­ვე­რი­ა".

11. ცხიმ­წას­მულ ღრმა ტა­ფა­ზე პირ­ველ ფე­ნად მო­ა­თავ­სეთ მო­შუ­შუ­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა, სო­კო და ხახ­ვი. მე­ო­რე ფე­ნად მო­აწყ­ვეთ ზეთ­ში დაბ­რა­წუ­ლი სო­სი­სი 

12. მე­სა­მე ფე­ნად და­აწყ­ვეთ დაჭ­რი­ლი კარ­ტო­ფი­ლი და მო­ა­ყა­რეთ მა­რი­ლი და შავი პილ­პი­ლი.

13. კარ­ტო­ფი­ლის ფე­ნას მო­ა­ყა­რეთ გა­ხე­ხი­ლი იმე­რუ­ლი ყვე­ლი.

14. შემ­დეგ და­აწყ­ვეთ პა­მიდ­ვრის რგო­ლე­ბი.

15. პა­მი­დორს მო­ას­ხით მა­ი­ო­ნე­ზი.

16. ბო­ლოს და­ა­ფი­ნეთ ჰო­ლან­დი­უ­რი ყვე­ლის ფირ­ფი­ტე­ბი. ტა­ფას და­ა­ფა­რეთ თავ­სა­ხუ­რი და დად­გით და­ბალ ცეცხ­ლზე.

17. რო­გორც კი ყვე­ლის ფირ­ფი­ტე­ბი გად­ნე­ბა, გად­მოდ­გით ცეცხ­ლი­დან.



სუფ­რა­ზე მი­ტა­ნამ­დე შე­გიძ­ლი­ათ კერძს მო­ა­ყა­როთ ­წვრი­ლად დაჭ­რი­ლი კა­მა.


ვარიანტი - რა­გუ სო­სი­სით
მო­ამ­ზა­დეთ სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

1 ცა­ლი ხახ­ვი გაფცქვენით და და­ჭე­რით წვრი­ლად. 2-3 ცალ ტკბილ წი­წა­კას გა­მო­ა­ცა­ლეთ შიგ­თავ­სი და და­ჭე­რით პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად.

300 გ კომ­ბოს­ტო და­ჭე­რით წვრი­ლად. 6 ცა­ლი სო­სი­სი "ივერია" და­ჭე­რით მრგვალ ნაჭ­რე­ბად. 3 ცალ პა­მი­დორს გა­ა­ცა­ლეთ კა­ნი და და­ჭე­რით პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად (პა­მიდ­ვრის დაჭ­რი­სას გა­მო­ყო­ფი­ლი წვე­ნი არ გა­დაღ­ვა­როთ). სურ­ვი­ლი­სა­მებრ, კერძს შე­გიძ­ლი­ათ და­უ­მა­ტოთ პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი 1 ცა­ლი ყა­ბა­ყი. დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, ტკბი­ლი წი­წა­კა და ყა­ბა­ყი მო­ა­თავ­სეთ ცხიმ­წას­მულ ტა­ფა­ზე, დად­გით და­ბალ ცეცხ­ლზე და მო­შუ­შეთ. რო­ცა ყა­ბა­ყი მო­ი­შუ­შე­ბა, და­უ­მა­ტეთ დაჭ­რი­ლი კომ­ბოს­ტო და სო­სი­სი "ივერია". ბო­ლოს კი – დაჭ­რი­ლი პა­მი­დო­რი წვ­ნი­ა­ნად. რო­ცა კერძს პა­მიდ­ვრის წვე­ნი კარ­გად გა­უჯ­დე­ბა, მო­ა­ყა­რეთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი მწვა­ნი­ლი (ქინ­ძი, კა­მა ან ოხ­რა­ხუ­ში), მა­რი­ლი და  შავი პილ­პი­ლი. 5 წუ­თის შემდეგ კერ­ძი გად­მოდ­გით ცეცხ­ლი­დან.