შვედური ვაშლის ნამცხვარი
შვედური ვაშლის ნამცხვარი
დრო 130წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები - 75 გ
  • ხაჭო - 200 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 200 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ვანილი
  • ვაშლი - 4
მომზადების წესები
ფქვილი და დარბილებული კარაქი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ 100 გ შაქარი და 1 კვერცხი. მიღებული ცომი 1 საათი მაცივარში გააჩერეთ.

მოამზადეთ გულსართი: ხაჭო, ნაღები, ვანილი, კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთად. შედგით მაცივარში.

ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ გვერდებიან საშუალო ზომის ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი. ამასობაში გათალეთ ვაშლი და ძალიან თხელ ფირფიტებად დაჭერით.

ცომს დაასხით კრემი, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ვაშლი, გადაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტა შაქარი. შეაბრუნეთ ღუმელში 150 გრადუსზე, დაახლოებით 45 წუთი.
ტეგები:
ვაშლი ხაჭო ნაღები ფხვიერი ცომი ნანახია: 28536