ფენოვანი ღვეზელი სოკოთი
ფენოვანი ღვეზელი სოკოთი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ფე­ნო­ვა­ნი ღვე­ზე­ლი სო­კოთი მარ­ტი­ვად და სწრა­ფად მზად­დე­ბა. ძირითად ინგრედიენტებად სო­კო, არაჟა­ნი და ყველი გამოიყენება. ყველის და­მა­ტე­ბა გულ­სართს ერ­თგვა­რო­ვან მა­სად კრავს და ცო­მის ზედ­მე­ტად დარ­ბი­ლე­ბას გა­მო­რიცხ­ავს.

ინგრედიენტები

  • ჩანგალი
  • ცომის საგლინველა
  • სახეხი
  • თასი
  • კოვზი
  • საჭრელი დაფა
  • დანა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
საჭირო ჭურჭელი
  • ქონდარი - 1 ჩ.კ (ან ნედლი 3-4 ღერი)
  • ყველი (იმერული) - 200 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • არაჟანი "ჩვენი ფერმერი" - 200 გ
  • ხახვი - 2
  • სოკო - 200 გ
  • მზა ფენოვანი ცომი "მზარეული" - 500 გ
  • თუნუქის ფურცელი
  • საცხობი ქაღალდი
მომზადების წესები
1. სო­კო და­ჭე­რით სა­შუ­ა­ლო ზო­მის ნაჭ­რე­ბად.

2. ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და და­ჭე­რით პა­ტა­რა ზო­მის ოთხ­კუთხ­ედ ნაჭ­რე­ბად.

3. ხახ­ვი და ქონ­და­რი და­ჭე­რით წვრი­ლად.

4. იმე­რუ­ლი ყვე­ლი გა­ხე­ხეთ სა­ხეხ­ზე.

5. დაჭ­რი­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი გა­და­ი­ტა­ნეთ თას­ში, და­უ­მა­ტეთ არა­ჟა­ნი, მა­რი­ლი, შავი პილ­პი­ლი გე­მოვ­ნე­ბით და კარ­გად აუ­რი­ეთ.

6. ფე­ნო­ვა­ნი ცო­მი გა­ყა­ვით 12 თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად. თი­თო­ე­უ­ლი ცო­მის ნა­ჭე­რი გა­აბ­რტყე­ლეთ და დაჩხ­ვლი­ტეთ ჩან­გლით.

7. თუ­ნუ­ქის ფურ­ცელ­ზე და­ა­ფი­ნეთ საცხ­ო­ბი ქა­ღალ­დი, გა­და­ი­ტა­ნეთ გაბ­რტყე­ლე­ბუ­ლი ცო­მის ნაჭ­რე­ბი.

8. თი­თო­ე­ულ ფე­ნა­ზე მო­ა­თავ­სეთ გულ­სარ­თი ისე, რომ კი­დე­ებ­ზე დარ­ჩეს 2-3 სმ თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი.

9. თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი გად­მო­კე­ცეთ შუ­ა­გუ­ლის­კენ გად­მო­კე­ცილ კი­დე­ებ­ზე წა­უს­ვით ათ­ქვე­ფი­ლი კვერ­ცხის გუ­ლი.

10. შედ­გით 180° C -ზე წი­ნას­წარ გახურებულ ღუ­მელ­ში და გა­ა­ჩე­რეთ 30 წუ­თი.

* მზა ფენოვანი ცომი, "მზარეულის" მიერ წარმოებული, იყიდება "ნიკორას" სუპერმარკეტებში.