ფუმფულა ფენქეიქები
ფუმფულა ფენქეიქები
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • შაქარი - 50 გ
  • კეფირი - 400 გ
  • სოდა+ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ (ან 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი)
  • ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი
  • ზეთი ან გამდნარი კარაქი - 2 ს.კ
  • ფქვილი - 200 გ
მომზადების წესები
ტაფა, რომელიც არ იკრავს, დავდგათ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე გასახურებლად.
შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ კეფირი და სოდა. ჩავუმატოთ ცხიმი, ბოლოს კი ფქვილი. მივიღებთ თხელ, კრემოვან ცომს.

ამასობაში ტაფაც გაცხელდება. უცხიმო მშრალ ტაფაზე დავასხათ 2 ს.კ. ცომი თითო ფენქეიქისთვის. ცომი დასხმისთანავე კიდევ გაფართოვდება. შეგვიძლია დავასხათ მეტი ან ნაკლები ცომი, იმის მიხედვით, რამხელა ფენქეიქს ვაცხობთ.

გამოვაცხოთ მეორე მხრიდანაც, დავალაგოთ თეფშზე, მოვასხათ მურაბა, არაჟანი, თაფლი, ცოცხალი ხილი ან რაც გვსურს.

ტეგები:
ბლინი კეფირი ფენქეიქი ნანახია: 26835