სამარხვო ბლინები
სამარხვო ბლინები
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 2 ს.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 8 ს.კ
  • მარილი - 1/3 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ს.კ
  • თბილი წყალი - 400 მლ
  • ლიმონის წვენი ან ძმარი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
შევურიოთ თხევადი ინგრედიენტები: წყალი, ზეთი, ძმარი (ან ლიმონის წვენი). ცალკე შევურიოთ ფქვილი, მარილი, შაქარი და სოდა. დავასხათ სითხის ნაწილი და კარგად ავთქვიფოთ რომ კოშტები არ დარჩეს, შემდეგ დავამატოთ დარჩენილი სითხე. საბოლოოდ კეფირის სისქის ცომს მივიღებთ.

ტაფა გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე, მოვუსვათ ზეთი და დავიწყოთ ბლინების გამოცხობა ორივე მხრიდან.

ბლინები ტკბილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება მარილიანი გულსართისთვისაც შეიძება. მაგალითად - სოკოანი ბლინებისთვის. მეტი სიტკბოსთვის შეიძლება ცოტა გავზარდოთ შაქრის რაოდენობა, ან მივირთვათ მურაბასთან ერთად. 

ლამაზი ყვითელი ფერისთვის, ცომში ცოტა კურკუმას დამატება შეგვიძლია.
ტეგები:
სამარხვო ბლინი ნანახია: 75844