ღუმელი გავახუროთ 175 გრადუსზე. გაცრილ ფქვილს შევურიოთ შაქარი, სოდა და მარილი. დაბალ ცეცხლზე დავდგათ ქვაბი, ჩავასხათ კოკა-კოლა, დავამატოთ კარაქი და კაკაო. კარაქი რომ გადნება, ეს მასა დავასხათ ფქვილს და კარგად ავურიოთ. დავამატოთ კეფირი, ვანილი და კვერცხი, კვლავ ავთქვიფოთ.ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 35-40 წუთი.მოვამზადოთ მინანქარი: ცხელი ნაღები დავასხათ დამტვრეულ შოკოლადს, ვურიოთ რომ შოკოლადი გადნეს და ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. წავუსვათ ტორტს ზემოდან და გვერდებზე. თუ გვსურს, რომ შუაშიც წავუსვათ, რაოდენობა გავზარდოთ (300 გ შოკოლადი 300 მლ ნაღები)*ნუ შეცვლით კოკა კოლას დიეტური ვერსიით, თორემ ტორტი არ გამოგივათ.