ნაყინის შარლოტა
ნაყინის შარლოტა
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ზაფ­ხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, "შარლოტა" ნა­ყი­ნით გაგ­რი­ლებ­ის მშვენიერი საშუალებაა. დე­სერ­ტი რუ­ლე­ტის ნაჭ­რე­ბით, ნა­ყი­ნის, შო­კო­ლა­დისა და ხი­ლის ნა­რე­ვით მზადდება. შიგ­თავსს, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, შე­გიძ­ლი­ათ თხი­ლი ან ნიგოზი და­უ­მა­ტოთ

ინგრედიენტები

  • საოჯახო ნაყინი "პალომა" - 700 გ
  • მარწყვი - 200 გ
  • შოკოლადი - 100 გ
  • მზა რულეტი - 3 შეკვრა
საჭირო ჭურჭელი
  • საჭრელი დაფა
  • დანა
  • დიდი თასი
  • კოვზი
  • კულინარიული პარკი
მომზადების წესები
მო­ამ­ზა­დეთ სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი.

მარ­წყვი გა­ა­სუფ­თა­ვეთ და და­ჭე­რით პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად.

შო­კო­ლა­დის ფი­ლა და­ნით კარ­გად და­ა­ქუც­მა­ცეთ.

დარ­ბი­ლე­ბულ ნა­ყინს შე­უ­რი­ეთ დაჭ­რი­ლი მარ­წყვი.

ნა­ყი­ნი­სა და მარ­წყვის ნა­რევს და­უ­მა­ტეთ და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი შო­კო­ლა­დი.

რუ­ლე­ტი და­ჭე­რით თხელ ნაჭ­რე­ბად.

შუ­შის მრგვალ და ღრმა თას­ში ჩა­ა­ფი­ნეთ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პარ­კი (ი­სე, რომ გვერ­დე­ბზე ოდ­ნავ გად­მო­დი­ო­დეს) და თა­სის კედ­ლებ­ზე ერთ ფე­ნად მო­აწყ­ვეთ რუ­ლე­ტის ნაჭ­რე­ბი.

რამ­დე­ნი­მე ნა­ჭე­რი შე­ი­ნა­ხეთ ზე­მო­დან და­საწყ­ო­ბად.

ნა­ყი­ნი­ა­ნი მა­სა გა­და­ი­ტანეთ ფორ­მა­ში და ზე­და­პი­რი მო­ას­წო­რეთ.

ნა­ყი­ნის მა­სას ზე­მო­დან და­აწყ­ვეთ დარ­ჩე­ნი­ლი რუ­ლე­ტის ნაჭ­რე­ბი. დე­სერტს მჭიდ­როდ გა­და­ა­ფა­რეთ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პარ­კი და შედ­გით სა­ყი­ნუ­ლე­ში და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი სა­ა­თი, რომ ნა­ყი­ნი ხე­ლახ­ლა გა­ი­ყი­ნოს.

"შარლოტა" გა­მო­ი­ღეთ მა­ცივ­რი­დან, გადმოაპირქვავეთ თეფშზე და ფრთხილად მოხსენით კულინარიული პარკი.

"შარლოტა" შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ფორ­მოთ ხი­ლის სი­რო­ფით. დე­სერ­ტი და­ჭე­რით ბას­რი, გახურებული და­ნით.

ტეგები:
მარწყვი ნაყინი რულეტი ნანახია: 10435