გავაკეთოთ ცომი: გავხეხოთ ყველი წვრილად, შაქარი და საფუარი გავხსნათ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში. დავტოვოთ 10 წუთი. შემდეგ ამ მასას დავამატოთ თბილი რძე, 1 ჭიქა ფქვილი და ყველი. გადავურიოთ და თანდათან დავამატოთ დანარჩენი ფქვილიც. შეიძლება ნაკლები ფქვილი დასჭირდეს. საბოლოოდ, უნდა მივიღოთ რბილი, ელასტიური ცომი, რომელიც არ გვეწებება ხელებზე. დავდგათ ცომი სითბოში ასაფუებლად. გულსართისთვის ძალიან წვრილად და თხლად დავჭრათ კომბოსტო. წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორიც. ფარში მოვშუშოთ, დავამატოთ ხახვი, ნიორი, კომბოსტო. დავამატოთ ცოტა წყალიც,ა ვურიოთ, დავახუროთ თავზე და მოვშუშოთ სანამ კომბოსტო არ დარბილდება. ბოლოს დავამატოთ მარილი და პილპილი. გააბრტყელეთ ცომი, ჩაუდეთ გულსართი, გადაიტანეთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე და 30 წუთი დატოვეთ, შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 30 წუთი 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში