ქათმის ბარკლები არაჟნიან მარინადში
+ N/A
ქათმის ბარკლები არაჟნიან მარინადში
დრო 100წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი - 4 კბილი
  • ლიმონი - 1
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • ქათმის ბარკალი - 1.300 კგ
  • ოხრახუში
  • ხმელი ორეგანო - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ლიმონს ავახეხოთ 1 ს.კ ცედრა, გავჭრათ და გამოვწუროთ წვენი.
წვრილად დავჭრათ ოხრახუში და ნიორი.
შევურიოთ ერთმანეთს ლიმონის ცედრა, წვენი, ორეგანო, ოხრახუში, ნიორი, ზეთი, მარილი, პილპილი.

პლასტიკურ პაკეტში ჩავალაგოთ ქათმის ნაჭრები, დავასხათ მარინადი და კარგად ავურიოთ, რომ ყველგან გადანაწილდეს. მოვუკრათ ტავი და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთი


გავახუროთ ღუმელი 180-200 გრადუსზე. ქათმის ნაჭრები მარინადიანად გადავიტანოთ ფორმაში და შევწვათ 45-60 წუთის განმავლობაში.

მარინადში შეგვიძლია დავამატოთ ფრანგული მდოგვი, გახეხილი ჯანჯაფილი.

ტეგები:
ქათამი ლიმონი ხორცი არაჟანი ნანახია: 11203