წითელი კომბოსტოს სალათა ქიშმიშით
წითელი კომბოსტოს სალათა ქიშმიშით
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • ძმარი - 1 ს.კ
  • ქიშმიში - 100
  • სტაფილო - 200 გ
  • წითელი კომბოსტო - 400 გ
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 3-4 ს.კ
  • გოგრის თესლი
მომზადების წესები
ქიშმიში გავრეცხოთ, დავასხათ მდუღარე წყალი.
კომბოსტო თხლად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ, შევურიოთ ერთმანეთს.
ძმარი, ზეთი, შაქარი, მარილი და პილპილი ავურიოთ ერთმანეთში, მოვასხათ სალათას, ამოვურიოთ.
ქიშმიში გადავწუროთ და დავამატოთ სალათში. მოვაყაროთ გოგრის თესლი (ან ნიგოზი, ნუში)
სალათა მზადაა!