უგემრიელესი შოკოლადის ბლინები
უგემრიელესი შოკოლადის ბლინები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • რძე - 250 მლ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • კაკაო - 20 გ (3.5 ს.კ)
  • ლუდი (ღია ფერის) - 60 მლ
  • ფქვილი - 95 გ
  • გამდნარი კარაქი - 30 გ
მომზადების წესები
მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს თასში.  ცალკე შევურიოთ თხევადი ინგრედიენტები: ჯერ კვერცხი და რძე, შემდეგ გამდნარი კარაქი და ბოლოს ლუდი. 
შემდეგ ორივე მასა ერთმანეთს შევურიოთ. ლუდი აქ საფუარის როლს ასრულებს, ამიტომ ცომი ან 1 საათი ოტახის ტემპერატურაზე, სითბოში უნდა გავაჩეროთ, ან მაცივარში რამდენიმე საათით, თუნდაც მთელი ღამით.

გამოცხობის წინ, ცომი ფრთხილად ავურიოთ. ტაფა გავაცხელოთ,  მოვუსვათ ზეთიანი ქაღალდის ხელსახოცი და დავასხათ ცომი. თანაბრად გავშალოთ ყველა მხარეს, როგორც კი ნაპირები შეუშრება და ტაფიდან აიწევს, ფრთხილად გადმოვაბრუნოთ. 

ცარიელი ბლინები ტკბილი არ არის, გამოცხობის შემდეგ  შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის პუდრა. იდეალურ შედეგს მივიღებთ თუ ათქვეფილი ნაღების კრემით და ხილით მივირთმევთ, ზემოდან კი შოკოლადის სოუსს მოვასხამთ.
ტეგები:
კაკაო ბლინი ლუდი რძე შოკოლადი ნანახია: 13896