ხაჭოს ტორტი
ხაჭოს ტორტი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბანანი - 1
კრემი:
  • ვანილი
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • სახამებელი - 2 ს.კ
  • ხაჭო - 300 გ
  • შაქრის პუდრი - 2 ს.კ
  • კვერცხი - 2
ცომი:
  • ნაღები - 100 გ
  • შაქრის პუდრი - 1 ს.კ
მომზადების წესები
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. გულები ავთქვიფოთ 2 კოვზ შაქრის პუდრასთან და 2 კოვზ ცხელ წყალთან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ ცილისგან ბეზე. შევურიოთ გულები, დავამატოთ  სახამებელი, ვანილი და სოდა.

თუნუქის ფურცელს დავაფინოთ პერგამენტი და დავასხატ ცომი, კარგად გავანაწილოთ დაახლოებით 5 მმ-ის სისქეზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი.

მოვამზადოთ კრემი: ხაჭო, ნაღები, 1 ს.კ შაქრის პუდრი და ბანანი ბლენდერში ავთქვიფოთ ისე, რომ ფაფუკი მასა მივიღოთ. გავაციოთ კრემი მაცივარში, რათა ცოტა შესქელდეს.

გაციებული ბისკვიტი ოთხ ნაწილად გავჭრათ, უსწორმასწორო გვერდები მოვაჭრათ, წავუსვათ კრემი, ზემოდან კი მოვრთოთ ჩამონაჭრებით, რომელსაც დავაქუცმაცებთ.





ტეგები:
ხაჭო ნაღები ბისკვიტი ბანანი ნანახია: 37894