ლავაშის მობრაწულა ლაზანიას მოტივებზე
ლავაშის მობრაწულა ლაზანიას მოტივებზე
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 50 გ
  • რძე - 500 მლ
  • ფქვილი - 1.5 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • პამიდორი საკუთარ წვენში - 300 გ
  • სტაფილო - 1
  • ხახვი - 2
  • ფარში - 500 გ
  • ლავაში - 3-5 ცალი
  • გახეხილი ყველი - 300 გ
მომზადების წესები
მოვშუშოთ ხახვი და გახეხილი სტაფილო, დავამატოთ ფარში, დავაფაროთ თავსახური და გავაგრძელოთ შუშვა.  შემდეგ დავამატოთ პამიდორი. წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი და პილპილი.

კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავამატოთ ფქვილი , კარგად ავურიოთ, დავასხათ რძე. მოვურიოთ, რომ კოშტები არ დარჩეს, დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. უნდა შესქელდეს კეფირის სისქემდე.

ცოტა რძის სოუსი დავასხათ ფორმაში, დავამატოთ რამდენიმე კოვზი ხორცის სოუსი, დავაფინოთ ლავაში. დავასხათ კვლავ რძის სოუსი, შემდეგ ხორცის ფარში და ისევ ლავაში. ფენებს შორის ცოტა ყველი მოვაყაროთ. ავაწყოთ ასე, სადამდეც ინგრედიენტები გვეყოფა (ფორმის ზომიდან გამომდინარე). ზემოდან მოაყარეთ კვლავ ცოტაოდენი ყველი და 200 გრადუსზე 20 წუთით მობრაწეთ.