უმარტივესი კრემიანი მილები
უმარტივესი კრემიანი მილები
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
მომზადების წესები
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ 2 სმ სიგანის ლენტებად. 

კონუსის ან მილის ფორმებს შემოვახვიოთ ფოლგა, შემდეგ კი ცომის ლენტები, ისე, რომ ნაპირები ეთმანეთზე გადავიდეს.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს.

დარბილებული კარაქი ათქვიფოთ, ნაწილ-ნაწილ შევურიოთ შესქელებული რძე . ამოვავსოთ ამ კრემით გაციებული მილები და გემრიელად მივირთვათ.