ლობიოს სუპი ბოსტნეულით
ლობიოს სუპი ბოსტნეულით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 4 კბილი
  • ტომატ-პასტა - 2 ს.კ
  • ნიახურის ღერო - 2
  • სტაფილო - 1-2
  • ხახვი - 2 თავი
  • ლობიო - 500 გ
  • მარილი და პილპილი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • მწვანილი
მომზადების წესები
თუ ხმელ ლობიოს ვიყენებთ, წინა დღით უნდა დავალბოთ. შემდეგ კი სანახევროდ მოვხარშოთ.

სტაფილო, ხახვი, ნიახურის ღერო  დავჭრათ კუბებად და მოვშუშოთ რამდენიმე წუთი ზეთში. დავამატოთ დაჭრილი წიწაკა და ტომატ-პასტა. ცოტა ხანს ვშუშოთ, დავამატოთ ლობიო, 2-3 ჭიქა წყალი და ვადუღოთ  სანამ ლობიო მოიხარშება.

შემდეგ დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, იმდენი წყალი, რა სისქის სუპიც გვინდა და წამოვადუღოთ.
ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი და  დაჭრილი მწვანილი. 

თუ კონსერვირებულ ლობიოს გამოვიყენებთ, ტომატ-პასტასთან ერთად დავამატოთ და 15 წუთი ვადუღთ