დრო
40წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ნიგოზი - 50 გ
- ხახვი - 1
- ქამა სოკო, დიდი ზომის - 12 ცალი
- მარილი და პილპილი
- ზეთი
მომზადების წესები
შევარჩიოთ შედარებით დიდი შამპინიონები. მოვაძროთ ფეხები და წვრილად დავჭრათ.
ასევე წვრილად დავჭრათ ხახვი და სოკოს ფეხებთან ერთად მოვშუშოთ. ამ მასას დავამატოთ გატარებული ნიგოზი , მარილი და პილპილი გემოვნებით. ამოვავსოთ სოკოს ქუდები.
სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ზემოდან ცოტა სამარხვო მაიონეზი დავასხათ.
სოკო შევწვათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 20 წუთი