მუხუდოს და ჭარხლის სალათა
მუხუდოს და ჭარხლის სალათა
დრო 5წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • ბროწეულის მარცვლები
  • მარილი და პილპილი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2
  • მოხარშული ჭარხალი - 1
  • მუხუდო, კონსერვირებული - 1 ქილა (400 გრამიანი)
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • ქინძი და ოხრახუში
მომზადების წესები
მუხუდო გადავწუროთ და წყალი გადავავლოთ.
მოხარშული ან შემწვარი ჭარხალი გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბებად. ასევე დავჭრათ წიწაკაც.  შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, მწვანილი და ამოვურიოთ.

ზემოდან დავაყაროთ ბროწეულის მარცვლები - სალათა მზადაა!
ტეგები:
ბროწეული სალათა ჭარხალი ნანახია: 8217