სამარხვო ოლადები
სამარხვო ოლადები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • საფუარი - 7 გ
  • შაქარი - 1-2 ს.კ
  • თბილი წყალი - 1.5 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი - მწიკვი
მომზადების წესები
საფუარს, შაქარს და მარილს დავასხათ თბილი წყალი და დავდგათ ასაფუებლად 5-10 წუთი.

შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, ვანილი და ავურიოთ. დავაფაროთ თავზე და დავდგათ სითბოში 30 წუთი. ცომი უნდა გაორმაგდეს მოცულობაში.

არ მოვურიოთ, ისე ამოვიღოთ კოვზით და გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიან. მიირთვით თბილი მურაბასთან, თაფლთან, ჯემთან ერთად.
ტეგები:
ბლინი ოლადები ნანახია: 142029