დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ნიგოზი - 1/2 ჭიქა
- შაქარი - 150 გ
- არაჟანი - 600 გ
კრემი:
- შაქარი - 2 ჭიქა
- კაკაო - 2 ს.კ
- ფქვილი - 6 ჭიქა
- სოდა - 2 ჩ.კ
- კვერცხი - 5
- თაფლი - 3 ს.კ
- კარაქი - 100 გ
მინანქრისთვის:
- შესქელებული რძე - 1 ქილა
- კაკაო - 1.5 ს.კ
მომზადების წესები
აკრაქი გავადნოთ თაფლთან ერთად ორთქლის აბაზანაზე. დავამატოთ სოდა, კვერცხი, შაქარი, კაკაო. შემდეგ ჩავამატოთ ფქვილი ნაწილ-ნაწილ და თან გამუდმებით ვურიოთ. მიღებული ცომი გავყოთ 6-8 ნაწილად, იმის მიხედვით, რამხელა ფირფიტებს გამოვაცხობთ.
როცა ცომი გაცივდება, გავაბრტყელოთ 5 მმ-ზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ შაქარი და არაჟანი. . გავაციოთ მაცივარში, თან ცოტა შესქელდება. შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს, თან ჩავაყოლოთ ფენებს შუა წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
ზემოდან მოვასხათ მინანქარი: შესქელებულ რძეს შევურიოთ კაკაო ან გამდნარი შოკოლადი.