ხილის ნაზი ტორტი
ხილის ნაზი ტორტი
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ატმის კომპოტი - 150 გ
  • ანანასის კონსერვი - 1 პატარა ქილა
  • ფორთოხალი - 3
  • ბანანი - 3
  • წყალი - 150 მლ (ან კომპოტის წვენი)
  • ჟელატინი - 60 გ
  • არაჟანი - 1 ლ
  • მზა ბისკვიტი - პატარა ზომის
მომზადების წესები
გამოაცხეთ ბისკვიტი ნებისმიერი რეცეპტით (მაგალითად ამ რეცეპტით). გააციეთ და დაჭერით კუბებად. 
ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი. ჟელატინი 150 მლ წყალში დაალბეთ, შემდეგ გაადნეთ და დაამატეთ კრემს. 
დაჭერით ხილი, გადაწურეთ ანანასი და ატამი, დაჭერით. ფორთოხალი რგოლებად დაჭერით. მის გარდა ყველა ხილი შეურიეთ კრემს. დაამატეთ დაჭრილი ბისკვიტიც. 
ფორმის ძირსა და გვერდებზე დააფინეთ ფორთოხლის რგოლები, დაასხით კრემი და მაცივარში შედგით, სანამ გამაგრდება.
შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და მიირთვით