ბოსტნეულის რაგუ
+ N/A
ბოსტნეულის რაგუ
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანილი
  • გაყინული ბარდა - 150 გ
  • პამიდორი საკუთარ წვენში - 400 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • პამიდორი - 2-3
  • ნივრის კბილი - 3
  • ხახვი - 1
  • ყაბაყი, საშუალო ზომის - 1
  • ბადრიჯანი - 1
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ყველა ბოსტნეული დავჭრათ მომსხო ნაჭრებად.
დიდ ქვაბში მოვშუშოთ ხახვი ზეითუნის ზეთში. დავამატოთ ბადრიჯანი, წიწაკა, ბარდა, დაჭყლეტილი ნიორი. ამოვურიოთ და შევწვათ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ ყაბაყი,რამდენიმე წუთში კი პომიდვრის კონსერვი. დავამატოთ ცოტა ცხელი წყალიც. წამოვადუღოთ და ვშუშოთ საბოლოო მომზადებამდე.

დავამატოთ მარილი და პილპილი, ქინძი, ქონდარი ან რეჰანი.