მოვზილოთ ცომი: თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, მარილი, შევურიოთ ფქვილს. დავამატოთ ზეთიც. თუ ხელს ეკრობა, კიდევ დავამატოთ ცოტა ფქვილი. თავზე გადავაფაროთ და დავდგათ ასაფუებლად.კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გავაციოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ რგოლებად. ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. ცომი გავაბრტყელოთ და გადავუსვათ ტომატის სოუსი. ზემოდან დავალაგოთ კარტოფილის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, იტალიური სუნელები.გამოვაცხოთ 15-20 წუთი. მზას შეგვიძლია მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი და მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი.