კარტოფილი მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე. ხახვი და სოკო წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ. კარტოფილის პიურეს დავამატოთ ფქვილი, მარილი და კარგად ავურიოთ. ავიღოთ პატარა გუნდები, გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ სოკო და შევუკრათ პირი.შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. მზას მოვაყაროთ დაჭრილი კამა და მივირთვათ თბილი.