დრო
20წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- შაქარი - 300 გ
- დარბილებული კარაქი - 370 გ
- კვერცხის გული - 1
- წყალი - 125 მლ
- ლიმონის წვენი - 125 მლ
- ფქვილი - 2 ს.კ
მომზადების წესები
თასში შეურიეთ ლიმონის წვენი, წყალი და კვერცხის გული. გადადეთ დროებით.
ქვაბში გაადნეთ 60 გ კარაქი, დაამატეთ ფქვილი და შუშეთ 1 წუთი, თან ურიეთ. დაამატეთ ლიმონის წვენიანი ნარევი, გამუდმებული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1 წუთი.
გადაიტანეთ თასში, დააფარეთ თავზე ცელოფანი და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაამატეთ შაქარი, დარჩენილი კარაქი და 5 წუთი თქვიფეთ მიქსერით, სანამ პრიალა, ერთგვაროვან, კრემოვან მასას არ მიიღებთ.
ეს კრემი ინახება დაახლოებით 3-4 დღე. გამოყენების წინ უმჯობესია თუ კიდევ ათქვეფთ, რათა ჰაეროვნება დაიბრუნოს