გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოამზადეთ 2 ფორმა 20 სმ დიამეტრით. ჩააფინეთ ქაღალდი და მოუსვით კარაქი. საზომად 250მლ-იანი ჭიქა აიღეთ.თასში შეურიეთ ფქვილი, სოდა, მარილი. მეორე თასში სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს კვერცხები, შაქარი, კეფირი, ზეთი და ვანილი. შეათქვიფეთ კაკაო და ყავა. შემდეგ შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ათქვიფეთ. მიღებული ერთგვაროვანი ცომი გაანაწილეთ 2 ფორმაში და გამოაცხეთ ერთად (წესით სტანდარტულ ღუმელში ერთდროულად შეეტევა) 45-50 წუთი. ფორმაშივე გააციეთ და შემდეგ ამოიღეთ.განაში:კარგად გააცხელეთ ნაღები და თაფლი (ან გლუკოზა, სიმინდის სიროპი). დაასხით ცხელი ნაღები დამტვრეულ შოკოლადს და ხელის სათქვეფით ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გადნება. გააგრძელეთ მორევა - განაში უნდა გახდეს პრიალა, ერთგვაროვანი, კრემისებური. 1 საათით მაცივარში შედგით, უნდა გაცივდეს და გასქელდეს, მაგრამ ძალიან არა, რომ წასმა არ გაგიჭირდეთ. თითოეული ბისკვიტი კიდევ ორ ფენად გაჭერით. ოთხივე ფენას წაუსვით განაში და ერთმანეთზე დაალაგეთ.