ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი სუნელებით
ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი სუნელებით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის ცედრა - 1 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა - 1 ან გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  • კარტოფილი - 1 კგ
  • ქინძი - დაჭრილი, 2 ს.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. 

შეარჩიეთ პატარა კარტოფილები, იდეალურია ახალი კარტოფილი. კარგად გარეცხეთ და გაჭერით ორად. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, მოასხით 1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი, მოყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ, რომ ცხიმი ყველგან მოხვდეს.
შედგით ღუმელში 30-40 წუთი, სანამ არ დაიბრაწება. 

ამასობაში მოამზადეთ სოუსი. წიწაკა წვრილად დაჭერით, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი, დაღერღილი წიწაკაც. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ლიმონის ცედრა, წვენი და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.

მოასხით ცხელ-ცხელ კარტოფილს, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და ამოურიეთ.

ტეგები:
კარტოფილი წიწაკა ბოსტნეული ნანახია: 48854