მაყვლის ჩიზქეიქი
მაყვლის ჩიზქეიქი
დრო 330წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაყვალი - 2.5 ჭიქა
  • ლიმონი - 1
  • არაჟანი - 150 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 2
  • ხაჭო - რბილი, ახალი, 500 გ
  • კარაქი - 130 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გ
  • მარწყვი - 1 ჭიქა
  • ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი
მომზადების წესები
ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ გამდნარი კარაქი. ჩავტკეპნოთ  ფორმის გვერდებსა და ძირში. შევდოთ მაცივარში.
ნახევარ ლიმონს ავახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. წვენის მხოლოდ ნახევარი დაგვჭირდება.
ხაჭო ბლენდერში ავთქვიფოთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. გადავიტანოთ დიდ თასში. დავამატოთ შაქარი, არაჟანი, ლიმონის ცედრა, წვენი და ვანილი. ავთქვიფოთ და დავამატოთ კვერცხები. კვლავ ავთქვიფოთ.

ჩიზქეიქი უნდა გამოვაცხოთ ოთქლის აბაზანაზე. ამისთვის  ფორმას გარედან ფოლგა შემოვახვიოთ და ჩავდოთ უფრო განიერ ფორმაში, რომელშიც ჩავასხამთ მდუღარე წყალს ნახევრამდე.  შევდოთ ღუმელში ორივე ფორმა 1 სთ 160-170 გრადუსზე. ნამცხვარი ჯერ გავაციოთ, შემდეგ მაცივარში შევდოთ 4 სთ.

მარწყვი და მაყვლის ნახევარი ბლენდეში პიურედ ვაქციოთ ან დავჭყლიტოთ და ზემოდან გადავუსვათ ნამცხვარს. შემდეგდავალაგოთ დარჩენილი მაყვალი.

პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ხილით მოამზადებთ ამ ნამცხვარს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და შესაძლებლობაზე.

ტეგები:
ხაჭო მარწყვი მაყვალი ნანახია: 24568