შოკოლადის კექსი ღვინით
შოკოლადის კექსი ღვინით
დრო 90წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მინანქრისთვის:
  • შოკოლადი - 50 გ
  • წითელი ღვინო - 125 მლ
  • მარილი - მწიკვი
  • კაკაო - 1 ს.კ
  • სოდა - 1.5 ჩ.კ
  • კვერცხი - 4
  • ფქვილი - 250 გ
  • შაქარი - 190 გ
  • დარბილებული კარაქი - 250 გ
  • ნებისმიერი მომჟავო მურაბა
  • შოკოლადი - 75 გ
  • კარაქი - 20 გ
მომზადების წესები
კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. სათითაოდ დავამატოთ კვერცხები,თან ვთქვიფოთ. შევურიოთ გაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა, კაკაო. შემდეგ დავასხათ ღვინო და გამდნარი შოკოლადი. 
მიღებული ცომი ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 1 სთ.

გაციებულ კექსს წავუსვათ გამთბარი ჯემი ან მურაბა და მოვასხათ  კარაქთან ერთად გამდნარი  შოკოლადი.



ტეგები:
კექსი ღვინო შოკოლადი ნანახია: 28422