ჩირებიანი კექსი
ჩირებიანი კექსი
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოდა - 1 ს.კ
  • ფინიკი - 100 გ
  • თხილი - 100 გ
  • დაფქული ნუში - 125 გ
  • ფქვილი - 160 გ
  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 3+1 კვერცხის გული
  • მარილი - მწიკვი
  • ფერადი ცუკატები, ქიშმიში ან სხვადასხვა ჩირი - 100 გ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი180 გრადუსზე.
ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.

ფინიკი წვრილად დაჭერით. ცუკატები თუ დიდი ზომისაა, დაჭერით. თხილი მოხალეთ, კანი გააცალეთ და მსხვილად დაჭერით ან ბლენდერში დაღერღეთ.

ათქვიფეთ 3 კვერცი და 1 კვერცხის გული  შაქართან ერთად. დაამატეთ გამდნარი კარაქი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, მწიკვი მარილი, სოდა.

შემდეგ დაამატეთ დაფქული ნუში, თხილი, ფინიკი. აურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. 

გამოაცხეთ დაახლოებით 45 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება..



ტეგები:
ნუში კექსი ჩირი თხილი ფინიკი ნანახია: 17174