ცხარე კერძი ქათმის გულებით
ცხარე კერძი ქათმის გულებით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ჩილი წიწაკა
  • დაფნის ფოთოლი - 1-2
  • ხახვი - 1
  • პამიდორი - 1
  • სტაფილო - 1
  • კარტოფილი - 4-5
  • პაპრიკა - 1 ჩ.კ
  • ქათმის გული - 500 გ
  • ოხრახუში
მომზადების წესები
გულები გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით შუაზე და ტაფაზე ცოტა ზეთში მოხრაკეთ. შემდეგ დაასხით ნახევარი ჭიქა ზეთი და 10 წუთი შუშეთ.
დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და ხახვი, შუშეთ კიდევ 5-7 წუთი. დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, პაპრიკა, პამიდორი, დაფნა, დაასხით კიდევ 1 ჭიქა წყალი და 20 წუთი შუშეთ თავდახურული. ბოლოს დაამატეთ მწვანილი