სამარხვო ღვეზელები ხილით
სამარხვო ღვეზელები ხილით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
  • საფუარი - 1.5 ს.კ
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • თბილი წყალი - 500 მლ
  • მარილი - მწიკვი
  • ხილი და ცოტა შაქარი გულში ჩასადებად
მომზადების წესები
თბილ წყალში გავხსნათ ზეთი, შაქარი და მწიკვი მარილი. დავამატოთ საფუარი და იმდენი ფქვილი, რომ რბილი ცომი მივიღოთ. დავდგათ სითბოში ასაფუებლად. აფუების შემდეგ ერთხელ ჩავზილოთ.

ხელახლა აფუებული ცომისგან გავაკეთოთ გუნდები, გულში ჩავუდოთ ნებისმიერი დაჭრილი ხილი+ცოტა შაქარი. ღვეზელებს წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

@ნინო წილოსანის ფოტო და რეცეპტი
ტეგები:
ღვეზელი ფუნთუშა ხილი ნანახია: 33079