ხორცის რულეტი ერბოკვერცხით
ხორცის რულეტი ერბოკვერცხით
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • კვერცხი - 2
  • ახალი კომბოსტო - 4 ფოთოლი
გულსართი:
  • თავშავა (ორეგანო)
  • ძირა
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი - 2
  • ხახვი - 1
  • კვერცხი - 1
  • პურის ნაჭერი - 2
  • ფარში - 500 გ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ
  • საფანელი და ცხიმი ფორმისთვის
მომზადების წესები
ხორცის ფარშში ავურიოთ გატარებული ხახვი და ნიორი. პური დავალბოთ თბილ წყალში, ამოვწუროთ და ფარშს დავუმატოთ, შევურიოთ პილპილი, მარილი, ძირა და თავშავა.

კომბოსტოს ფოთლები მოვათავსოთ მდუღარე მარილიან წყალში და 2 წუთი ვადუღოთ.

კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი და ზეთში შევწვათ, შემდეგ სიგრძეზე ზოლებად დავჭრათ.

პერგამენტჩაფენილ ან ტეფლონის მოგრძო ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ საფანელი და ხორცის 2/3 შიგ გადავანაწილოთ ისე, რომ გვერდებზეც იყოს ფარში. ზედ დავაწყოთ 2 ცალი კომბოსტოს ფოთოლი, შემდეგ ერბო-კვერცხი და კვლავ კომბოსტოს ფოთლები.

ზემოდან დავადოთ დარჩენილი ფარში და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.

ხორცის რულეტი გავაგრილოთ, ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმიდან, მოვაშოროთ ქაღალდი და დავჭრათ.

კომბოსტოს ფოთლები შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ისპანახით. პერგამენტის ნაცვალად ფოლგა გამოვიყენოთ.



ტეგები:
კვერცხი ხორცი სადღესასწაულო ნანახია: 4896