კარტოფილი მოვხარშოთ, გადავწუროთ და დავჭყლიტოთ. მაიონეზში ავურიოთ სოდა, დავუმატოთ კარტოფილს მარილთან და პილპილთან ერთად. სოკო თხლად დავჭრათ და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი კამა და ტარხუნა. მოშუშულ ბოსტნეულს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გავუწყოთ მარილი, პილპილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კარტოფილისგან გავაკეთოთ გუნდები, გულში მოვათავსოთ მოშუშული სოკო, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ ფქვილისა და საფანელის ნარევში და გაცხელებულ ზეთში შევწვათ.