დაჭრილი და გარეცხილი ხორცი დაჭრილ მწვანილთან და მწვანე ხახვთან ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში, შიგადაშიგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ცოტა მწვანილი მოვიტოვოთ ბოლოს ნედლად ზემოდან მოსაყრელად. დავასხათ წყალი და წამოდუღებისთანავე ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება, დავაყაროთ ტყემალი და ცოტა მოგვიანებით -კარაქი. როდესაც კერძი თითქმის მზად იქნება, მთელი მასა ხის კოვზით მსუბუქად ჩავკეპოთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვადუღოთ.Chakapuli – cook lamb with white wine