გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა და ჰაეროვანი არ გახდება. დაამატეთ შესქელებული რძე და სოდა. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, კაკაო და აურიეთ.ჩაასხით ცომი საშუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაში და 25 წუთი აცხვეთ. რძე და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი, შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. თან გამუდმებით ურიეთ. რომ შესქელდება, დაამატეთ კაკაო, კარგად აურიეთ და გააციეთ. გაციებული ბისკვიტი გაჭერით სამ ფენად. წაუსვით კრემი. დადგით მაცივარში მინიმუმ 6 საათი.მინანქრისთვის გაადნეთ შოკოლადი და ნაღები ორთქლზე, კარგად აურიეთ, ცოტა გააგრილეთ და მოასხით ტორტს. Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%94%D0%B5%D1%81%D0%B5%D1%80%D1%82%D1%8B/%D0%91%D1%8B%D1%81%D1%82%D1%80%D1%8B%D0%B9-%D1%88%D0%BE%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D1%82%D0%BE%D1%80%D1%82-%D1%81-%D0%BA%D1%80%D0%B5%D0%BC%D0%BE%D0%BC