შოკოლადის ტორტი უფქვილოდ
შოკოლადის ტორტი უფქვილოდ
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 230 გ
  • დაფქული თხილი - 1.5 ჭიქა
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 6
  • კარაქი - 150 გ
  • შავი შოკოლადი - 400 გ
  • თეთრი შოკოლადი - 80 გ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე.დაგჭირდებათ ორი ერთნაირი ფორმა, 22 სმ დიამეტრით.  ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.
200 გ შოკოლადი და კარაქი დაბალ ცეცხლზე ან ორთქლზე გაადნეთ, კარგად აურიეთ და გვერდით გადადეთ.

კვერცხის გულები დაშაქარი ათქვიფეთ, შეათქვიფეთ შოკოლადიანი კარაქი. დაამატეთ დაფქული თხილი. 

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილისგან ბეზე და ნაწილ-ნაილ შეურიეთ შოკოლადიან მასას.
ჩაასხით ცომი ფორმებში და გამოაცხეთ დაახლოებით 1 საათი. მზა ბისკვიტი ჯერ ფორმებში გააგრილეთ ცოტა ხნით, შემდეგ ამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ. 
150 გ ნაღები გაათბეთ და ჩაადნეთ შიგნით თეთრი შოკოლადი. გააციეთ მაცივარში 5-6 საათი. შემდეგ ათქვიფეთ სანამ ნაზ კრემს არ მიიღებთ.

ზემოდან მოსასხმელი მინანქრისთვის, დარჩენილი შოკოლადი და ნაღები გაადნეთ.

თითოეული ბისკვიტი ორად გაჭერით, წაუსვით კრემი, მათ შორის ბოლო ფენასაც, შემდეგ მოასხით შოკოლადის მინანქარი.

ტეგები:
ნაღები შოკოლადი თხილი ნანახია: 95575