ჯემიანი ფუნთუშები
დრო 100წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 100 გ
  • ფქვილი - 300-350 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ (თავიანი არა)
  • ხაჭო - 250 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხი - 1
  • ჯემი
  • კვერცხის გული - გადასასმელად
მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ხაჭო, ზეთი და აურიეთ. ფქვილი და სოდა შეურიეთ და დაამატეთ კვერცხისნ მასას.
მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 1 სთ. შემდეგ გაყავით სამ გუნდად, გააბრტყელეთ, მიეცით მრგავლი ფორმა და დაჭერით 8 სამკუთხედად.
დაადეთ ნებისმიერი ჯემი და გადაახვიეთ განიერი მხრიდან წვეროსკენ. შეგიძლიათ, ჯემის ნაცვლად უბრალოდ დარიჩინი და შაქარი მოაყაროთ.
დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე და ზემოდან კვერცხი გადაუსვვით. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი

ტეგები:
ხაჭო ფუნთუშა ჯემი ნანახია: 18828