ნაყინის ქრამბლი
+ N/A
ნაყინის ქრამბლი
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
კრამ­ბლი ბრი­ტა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის კერძია, რომ­ლის როგორც ტკბი­ლი, ასევე მარილიანი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს. კრამბლი ფხვი­ე­რი და და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ცო­მისგან მზადდება. სწო­რედ აქე­დან მოდის მი­სი სა­ხელ­წო­დე­ბა  crumble, რაც და­ქუც­მა­ცე­ბას, დაფ­ხვნას ნიშ­ნავს.


ინგრედიენტები

საჭირო ჭურჭელი
  • მოხარშული შესქელებული რძე - 2 ქილა
  • არაქისი - 125 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • შვრია - 50 გ
  • შაქარი - 200 გ
  • კარაქი - 250 გ
  • ნაყინი "პლომბირი კარამელით" (პალომა) - 2 ქილა
  • საჭრელი დაფა
  • დანა
  • 3 თასი
  • თუნუქის ფურცელი
  • ღრმა მართკუთხა ჭურჭელი
  • კულინარიული პარკი
  • საცხობი ქაღალდი
მომზადების წესები
1. მო­ამ­ზა­დეთ სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი.

2. მი­წის თხი­ლი მო­ხა­ლეთ და და­ჭე­რით. მი­წის თხი­ლის ნაც­ვლად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ნი­გო­ზი, ნუ­ში ან თხი­ლი.

3. ცომი: ფქვი­ლი, შა­ქა­რი და შვრიის ფანტელი მო­ა­თავ­სეთ თას­ში და კარ­გად აუ­რი­ეთ. დაუმატეთ გამ­დნა­რი კა­რა­ქი და დაჭ­რი­ლი მი­წის თხი­ლი.

4. თუ­ნუ­ქის ფურ­ცელ­ზე და­ა­ფი­ნეთ საცხ­ო­ბი ქა­ღალ­დი, გა­და­ი­ტა­ნეთ ცო­მის მა­სა და ხე­ლით თა­ნაბ­რად გა­ას­წო­რეთ. 15 წუ­თით შედ­გით 180° `C-ზე წი­ნას­წარ გახურებულ ღუ­მელ­ში.

5. გამომცხვარი ცომი გა­მო­ი­ღეთ ღუ­მე­ლი­დან, ცო­ტა ხნით გა­ა­ჩე­რეთ, რომ კარ­გად გაგ­რილ­დეს და შემ­დეგ დაფ­ხვე­ნით.

6. მარ­თკუთხ­ედ, ღრმა ჭურჭელს გა­და­ა­ფა­რეთ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პარ­კი (პარკი იმ ზო­მის აი­ღეთ, რომ შემ­დეგ ზე­მო­დან ბო­ლომ­დე გა­და­ე­ფა­როს დე­სერტს) და მო­ა­ყა­რეთ ფხვი­ე­რი ცო­მის ნა­ხე­ვა­რი.

7. ზე­მო­დან მო­ას­ხით მო­ხარ­შუ­ლი შეს­ქე­ლე­ბუ­ლი რძის 2/3 ნა­წი­ლი.

8. შემ­დეგ ფე­ნად ზე­მო­დან წა­უს­ვით ოდ­ნავ დარ­ბი­ლე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი და ცო­ტა ხნით შედ­გით მა­ცი­ვარ­ში, რომ გა­გი­ად­ვილ­დეთ მე­სა­მე ფე­ნის წას­მა.

9. დარ­ჩე­ნი­ლი შეს­ქე­ლე­ბუ­ლი რძე და ფხვი­ე­რი ცო­მი შე­უ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში და გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ნა­ყი­ნის ფე­ნა­ზე. მჭიდ­როდ გადააკარით კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პარ­კი და შედ­გით სა­ყი­ნუ­ლე­ში 4-5 სა­ა­თი.

10. დასასრული: ნაყინის კრამბლი შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ პატარა ზომის თასებში, ულუფებად.


კრამ­ბლი გა­მო­ი­ღეთ სა­ყი­ნუ­ლი­დან, გად­მო­ა­პირ­ქვა­ვეთ თეფშზე, მო­ა­ცა­ლეთ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პარ­კი და და­ჭე­რით.