ტრადიციული ჩაქაფულის რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანე ხახვი - 1-2 კონა
  • მარილი
  • მწვანე წიწაკა
  • მწვანე ტყემალი - 2 მუჭა დაახლოებით
  • ქინძი - 4 კონა
  • ტარხუნა - 6 კონა
  • ბატკნის ან ხბოს ხორცი - 1 კგ
  • თეთრი ღვინო - 150-200 მლ
  • ოხრახუში - 1 პატარა კონა
მომზადების წესები
ჩაქაფულის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხბოს, ასევე  ბატკნის ხორცი. 
დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად. თუ ბატკნის ხორცია, ცოტაოდენი დუმაც შეგიძლიათ დაამატოთ, ხბოს შემთხვევაში ცოტა კარაქი.
დადგით ხორცი დაბალ ცეცხლზე, დაახურეთ თავზე და მოხარშეთ თავისივე გამოშვებულ წვენში.  თუ სითხე მანამდე ამოშრა, სანამ ხორცი მომზადდება, დაამატეთ ცოტა ღვინო. თუ შედარებით წვნიანი კერძი გსურთ, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი. 
პარალელურად, გაარჩიეთ ტარხუნა - დაგჭირდებათ მხოლოდ ფოთლები, დაჭერით ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, წიწაკა. 

ხორცი რომ თითქმის მზად იქნება, დაამატეთ 150 მლ ღვინო. (თუ მზადების დროს საერთოდ არ დაგიმატებიათ, შეგიძლიათ 200 მლ დაასხათ).

შემდეგ ხორცს დაამატეთ ტყემალი, მარილი, წიწაკა და მწვანილი ისე რომ მთლიანად დაიფაროს. უხდება წითელი დაღერღილი წიწაკაც.  დაახურეთ თავზე და  კვლავ წამოადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი.

ცოტაოდენი ახალი მწვანილი უკვე მზა კერძსაც შეგიძლიათ მოაყაროთ, ლამაზი ფერისთვის



Chakapuli – cook lamb with white wine