ხაჭოს პასკა
ხაჭოს პასკა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცუკატები და თხილეული - 250 გ (ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, გარგრის ჩირი, დატეხილი შოკოლადი)
  • კარაქი - 200 გ
  • კვერცხის გული - 5
  • შაქარი - 300 გ
  • ხაჭო - 1 კგ
  • ვანილი
მომზადების წესები
დავჭრათ თხილეული და გარგარის ჩირი.ქიშმიში გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს.ხაჭო გავატაროთ საცერში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაგეზაროთ. საცერი ან წვრილბადიანი საწური მოათავსეთ თასზე,დაყარეთ თითო მუჭა ხაჭო და სუფრის კოვზის საშუალებით გასრისეთ. გატარებული ხაჭო უფრო ფუმფულა და ჰაეროვანია, დესერტიც უკეთესი გამოდის.

ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გულები და შაქარი, კარგად ათქვიფეთ.დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ვანილი. ბოლოს უნდა დაუმატოთ ცუკატები, თხილეული და კარგად მოურიოთ. ავიღოთ დოლბანდის განიერი ნაჭერი, გადავკეცოთ ორად, დავასველოთ და კარგად გავწუროთ. დოლბანდი ჩავაფინოთ ნახვრეტებიან ჯამში ან საწურში, რომელიც, თავის მხრივ, თასზე უნდა იყოს დამაგრებული, რათა დაწრეტილი სითხე იქ მოგროვდეს.

მიღებული მასა გადავიტანოთ დოლბანდზე, ხელით გავასწოროთ, დოლბანდის კიდეები ზემოდან გადმოვაფაროთ. დავადოთ შესაბამისი ზომის თეფში და ზედ რამე სიმძიმე (მაგ. სავსე ქილა) მოვათავსოთ. ამის შემდეგ ხაჭოს პასკა უნდა შევდგათ მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ პასკას განიერ თეფშზე ამოვატრიალებთ, მოვრთავთ სასურველი დიზაინის მიხედვით და ტორტივით დავჭრით. ხაჭოს პასკას სააღდგომო პასკის ნაჭრებზე უსვამენ ხოლმე ან ცალკე მიირთმევენ.

წყარო: ჩემი სამზარეულო